понедельник, 14 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი 2009 - 2010


1.პროექტის სახელი: ქალაქი,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქ
თბილისში,რომელიც 1500 წლისაა.ჩვენ ქალაქში ბევრი პრობლემა არის,
რომლის მოგვარებასაც ჩვენც უნდა შევეცადოთ.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია უცნობი ინფორმაციის მოპოვება, კვლევა, პატრიოტიზმის ჩამოყალიბება ,ტრადიციების და წეს-ჩვეულებების პატივისცემა, აგრეთვე ბავშვების მიერ მიერ ისეთი პრობლემების წამოწევა,რომლებიც დღეს აწუხებს მოსახლეობას. ყველამ არ იცის ამ პრობლემების შესახებ.ბავშვების მიერ ინფორმაციის მოძიებით და ინტერნეტში განთავსებით , მოსწავლეები შესძლებენ ამ საკითხების გათავისებას. ამ პრობლემების მოგვარების მცდელობა და გათავისება გამოადგებათ მათ ცხოვრებაში და ამ პრობლემების მოსაგვარებლად დაიწყებენ გზების ძიებას.
4.მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი(v11-1x კლასები)
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის მაისი- ოქტომბერი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან , მათგან ინტერვიუს აღება, კვლევა, დისკუსიების გამართვა მოპოვებულ მასალებზე, მათი განთავსება ბლოგში, ისტ-ის გამოყენება, სურათების გადაღება, ფოტოალბომის შექმნა, მასალების ინტერნეტში განთავსება .
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: ქ. თბილისის პრობლემების შესახებ შეიქმნას ელ.ვერსია, ბლოგები, ფოტო ალბომი, სტენდი, ჩატარდეს პრეზენტაციები, გაკეთდეს ვიდეო ფილმები.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელება მისცემს ბავშვებს საშუალებას უკეთ შეისწავლონ ქალაქის ისტორია ,ისწავლონ ინტერვიუს აღება, დაამყარონ კონტაქტი საინტერესო ადამიანებთან , რაც ხელს შეუწყობს მათ, მომავალი პროფესიის არჩევაში და გაიღრმავონ ისტ-ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, შეისწავლონ ვებ-2,0 სერვისები. ამით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ საინტერესოდ წარმოჩინდება მსოფლიოს წინაშე. ამ პრობლემების გადაჭრა გააუმჯობესებს ქალაქში ეკოლოგიურ და სანეტარულ მდგომარეობას.
9.სამუშაო ენა: ქართული, რუსული .
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის
განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში- მშობლიურ ენაში ,ისტორიაში , გეოგრაფიაში, საბუნებისმეტყველო საგნებში და გაუჩნდებათ ინტერესი ამ საგნების მიმართ.
12.პროექტის ფასილიტატორი: თამარ ალთუნაშვილი 115-ე საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamaraltunashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://gearn.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий